пятница, 23 января 2009 г.


მე ვარ ნაზი ყაზარაშვილი. ეს სახელი მამიკომ დამარქვა თავისი დედის, ანუ ჩემი ბებიის საპატივსაცემოდ.
ნაზი ირანული სიტყვაა და ,,კოხტას" ნიშნავს. ძველ ირანულში თურმე ამ სახელს კაცები ატარებდნენ, ახალ სპარსულში კი ქალს დაუკავშირდა. ქართულში მხოლოდ ქალის სახელად გვხვდება. მისი მოფერებითი ფორმებია : ნაზო, ნაზიკო, ნაზია.

ჩემი მოსახელე იყო ჟურნალისტი ნაზი შამანაური.
1982 წლის 14 აგვისტოს ჩარგალში ,,ვაჟაობის~ დღესასწაულზე ნაზი შამანაური სიტყვით გამოვიდა და არნახული გაბედულებით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი ბოროტი საქმეები. იგი მაშინვე დააკავეს და ჩამოართვეს მხილების ტექსტი. მასთან ერთად დააკავეს მისი დედა სარა ინაშვილიც. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედა-შვილი თბილისში, ასათიანის სახელობის ფსიქიატრიულ კლინიკაში, გაამწესეს სამკურნალოდ.
ნაზი შამანაური სიწმინდისათვის, პატიოსნებისთვის, სიმართლისათვის ეწამა. მან ბოროტებასთან შეგუებას სიკვდილი ამჯობინა. ის მარტოდმარტო აღმოჩნდა ყოვლისშემძლე საბჭოთა ხელისუფლების მპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
ძალიან მიყვარს პოეტ ნაზი კილასონიას (1927-1994)ლექსები.

მე როგორი წარმოგიდგენივართ?

- იჭიერი

- ლერსიანი

- რდილობიანი

- ღბლიანი